logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: რატომ ვაძალებთ ამას და ამისნაირ მუქთახორებს სოლიდურ ხელფასებს?
- +

25 დეკემბერი. 2020. 18:46

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ნატო ჩხეიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ეს რა იკლიკანტური რამე ყოფილა დემოკრატია?

 

ამ დაქეციანებულს ყოველ 4 წელიწადში რომელიმე პარტიის ფანჩატურში ჩემოდნით ფული მიაქვს და სულ პარლამენტში ზის. არავინ ირჩევს, უბრალოდ მთელი ცხოვრება ვიღაცის კუდზეა გამობმული. ფაქტობრივად, ადამიანი კი არა, პიტნაა, რომელსაც სახედარიც კი ვერ იტანს, მაგრამ მაინც ცხვირში (ს)ტენიან!

 

მუდმივად ჩამჩიჩინებენ, დემოკრატია სამართლიანობის ზეიმიაო, ამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელიაო.

 

ჰა, ჰა, ჰა... ნუთუ ეს არის დემოკრატია?

 

არა!

 

ვერ დავიჯერებ, ეს ხომ უბრალოდ ერთი მაგარი სირობაა და მეტი არაფერი?

 

თუ ვცდები, მაშინ ამიხსენით, რატომ ვაძალებთ ამას და ამისნაირ მუქთახორებს სოლიდურ ხელფასებს?

 

სად არის ლოგიკა, ტ...ში თუ დემოკრატიაში?!

 

კომუნისტებს ჰქონდათ ასეთი ლოზუნგი (სლოგანი): „უსაქმურთა ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს“!

 

შეიძლება ყველა უსაქმურის ფეხქვეშ მიწა არ იწვოდა, მაგრამ მსგავსი სირობა მაინც არ გამიგონია!

 

უკაცრავად... გული მერევა ასეთ ქეციანებზე, დედაც ვატირე ამნაირი დემოკრატიისა!!!

 

ჰმ... ვეხვეწებით კიდევაც, შედიო... შებრძანდიო... გთხოვთო... დემოკრატიასა და პლურალიზმს მოუხდებაო... ეს კიდე თემურ ალასანიას დავალებით თავს იგიჟიანებს, არ შევალო, ხელახლა ჩამიტარეთო... გამიყალბესო!

 

ჩავუტაროთ, ერთი ამათიც!

 

ჩავუტაროთ 5%-იანი და დავტოვოთ საერთოდ „კუხნაში“ თუ „ბუტკაში“ ეს ქეციანები!!!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner