logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ვულოცავ მთელ საქართველოს!
- +

31 დეკემბერი. 2020. 10:42

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში ტელევიზიის ახალი შენობის საძირკველში კაფსულის ჩაშვებას გვამცნობს და ქართული ტელევიზიის დაარსების დღეს გვილოცავს.

 

„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობაში განთავსდება, - 30 დეკემბერს, ქართული ტელევიზიის დაარსების დღეს, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაეშვა.

 

პირველი ტელევიზიისა და პირველი რადიოს ახალ შენობაში გადასვლის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.

 

პრინციპში, მისი არჩევა სწორედ მკვეთრი რეფორმების გატარების და ნორმალური სამუშაო პირობების შექმნის აუცილებლობამ, უპირველესად კი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადარჩენის დიდმა სურვილმა განაპირობა, რაც მაუწყებლის თითოეული თანამშრომლის და მაყურებელ-მსმენელის სურვილიც იყო და არის!

 

ვასილ მაღლაფერიძის და მისი გუნდის დიდი ძალისხმევით, ნაბიჯ-ნაბიჯ, არაერთი წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ, ახალი შენობის იდეამ ხორცშესხმა დაიწყო.

 

და აი, 30 დეკემბერს, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალურმა დირექტორმა Tinatin ბერძენიშვილმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მთელ პროცესში და რომელმაც ღირსეულად გადაიბარა უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის მართვა, მაუწყებლის მეურვეებთან და თანამშრომლებთან, მათ შორის, ყოფილ გენერალურ დირექტორთან ერთად, ქართული ტელევიზიის ისტორიაში და, თამამად შეიძლება ითქვას, საქართველოს ისტორიაშიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ჩაწერა!

 

ზუსტად სამი წლის შემდეგ, დიდი ტრადიციების პირველი ქართული ტელევიზია 67-ე დაბადების დღეს უმაღლესი სტანდარტებით აშენებულ და თანამედროვედ მოწყობილ ახალ შენობაში აღნიშნავს, თანამშრომლები კი კომფორტულ გარემოში იმუშავებენ და საქართველოს და მსოფლიოს მიუკერძოებლად ინფორმირებას განაგრძობენ.

 

30 დეკემბერი ქართული ტელევიზიის დაბადების დღეც არის და მის ისტორიაში ახალი წელთაღრიცხვის დაწყების დღეც!

 

ვულოცავ მთელ საქართველოს!

 

და, რასაკვირველია, ვულოცავ საზოგადოებრივი მაუწყებლის თითოეულ თანამშრომელს და მეურვეებს -  ირინა ფუტკარაძეს, მიშა ჩიკვილაძეს, იკა პაპავას, ბესიკ ლილუაშვილს, იზაბელა ოსიპოვას, გია მურღულიას, ზაზა  აბაშიძეს, გია ნიჟარაძეს და საკუთარ თავსაც - ბონდო მძინარაშვილს!

 

სამეურვეო საბჭო ამ წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა დიდი პროექტის განხორციელებაში და მომავალშიც ძალისხმევას არ დაიშურებს ამ ისტორიული პროცესის წარმატებით დასამთავრებლად!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner