logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის მკაცრი რიტორიკა და "წესრიგის აღდგენის" დაპირება, ქვეყანაში სტაბილურობის განცდის დამკვიდრებას ემსახურება
- +

23 თებერვალი. 2021. 02:52

 

 

„ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა დიდად არის დამოკიდებული მოსახლეობაში და ბიზნეს-წრეებში სტაბილურობის განცდაზე. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მკაცრი რიტორიკა და "წესრიგის აღდგენის" დაპირება, სწორედ სტაბილურობის განცდის დამკვიდრებას ემსახურება ქვეყანაში“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

 

„პარლამენტში გამოსვლისას გუშინ კონსტიტუციის 100 წლისთავზე უცხოელი დეპლომატების თანდასწრებით, და დღეს საპარლამენტო მოსმენაზე, ღარიბაშვილი არ მოერიდა "არადიპლომატიური" ფრაზების გამოყენებას, რაც მომასწავებელია "ქართული ოცნების" მიერ სხვა შიდა პოლიტიკური ხაზის არჩევის უახლოეს მომავალში.

როგორც ჩანს ნიკა მელიას დაიჭერენ, საპროტესტი აქციებზე პოლიცია უფრო მკაცრი იქნება ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების მიმიართ და ხელისუფლება შეეცხდება უფრო სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა“, - წერს მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner