logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ფაქტია, რომ ხალხი არ უერთდება არც ამ პროტესტს, და არც მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების შინაარს
- +

27 თებერვალი. 2021. 02:59

 

 

„ოპოზიციამ მორიგი "მასშტაბური"' აქცია დაანონსა და კვლავ ვერ შეძლო არა თუ მიტინგების აგორება, არამედ პროტესტის გაშლაც კი“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ერთადერთი რასაც კიდევ ახერხებენ გაცვეთილი და უიდეოდ დადგმული პერფომანსებია და ისიც ქუჩის მსახიობების ცუდ სტილში, ღრიალის და თვალების ბრიალის ფონზე.

ფაქტია, რომ ხალხი არ უერთდება არც ამ პროტესტს, და არც მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნების შინაარს და არც რადიკალიზაციის პათოსს იზიარებს.

დღეს უკვე ღიად იკვეთება ახალი რეალობა, ადამიანებს უბრალოდ არ სურთ ვინმეს თავი გამოაყენებინონ და სხვისი ინტერესების და კეთილდღეობისათვის დადგენ ქუჩაში, ოდენ მასოვკად, თავად კი მოტყუებული დარჩენ. მით უმეტეს წარსულის მწარე გამოცდილებიდან რევოლუციური სცენარი კიდევ უფრო მიუღებელია.

ეს ახალშექმნილი რეალობა, იმაზეც მიუთებს, რომ ადამიანებს მათი პრობლემების მოგვარება და ამ საკითხების პარლამენტში გადატანა უფრო აინტერესებთ, ვიდრე ქუჩის პროტესტი, რასაც ყველა საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, იქნება ეს უმუშევრობა თუ სიღარიბე.

 რადიკალიზაციით და მოთხოვნების აპრიორად ვადამდელის მოთხოვნა, არჩევნების "ტოტალურ გაყალბებაზე" და ახლა ნიკანორ მელიას უსამართლო დაპატიმრებაზე  სწორედ მათ მხარდამჭერ ელექტორატსაც აღარ სჯერა, თორემ ხალხმრავალი მიტინგებიც გვინახავს და პერმანენტული აქციებიც, თან არაერთი.

ეს არის სულ, ფსევდო ტელეფეისებამდე დასული, ამ დროში ამორტიზირებული "ჭაობის ოპოზიციის" ბოლო აკორდიც“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner