logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ექს-პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქტიურად ლობირებდა დიდ ჰესებს, დღეს რატომ გამოდის ნამახვანის საწინააღმდეგოდ?
- +

28 თებერვალი. 2021. 18:58

 

 

„ექს-პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქტიურად ლობირებდა დიდ ჰესებს, გახსნა ნენსკრას მშენებლობა, გეგმავდა ნამოხვანს, სხვა დიდ ჰესებს, ნანობდა, რომ ხუდონი არ ავაშენეთ და სხვა, დღეს რატომ გამოდის ნამახვანის საწინააღმდეგოდ?“ - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

 

მისი თქმით, ჰესებთან დაკავშირებით მართვადი პროცესები მიდის და თემა გამოიყენება როგორც გარე, ისე შიდა ძალების მიერ.

 

„ბევრი ადამიანი მთხოვს ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. დღესაც სამი შეკითხვა მივიღე. ჯერ ერთი, არც სამჭკუაშვილი ვარ, არც „ყველაფერშიკი“. რა თქმა უნდა, მოქალაქეობრივი პოზიცია ბევრ თემაზეც მაქვს და ჰესებზეც დავაფიქსირებ, ოღონდ მას შემდეგ, რაც სათანადოდ ჩავწვდები საკითხს, ჩემი განათლების დონის ფარგლებში. ცნობისთვის, ტექნიკური განათლება მაქვს, ოღონდ არ ვარ ენერგეტიკოსი, არც სეისმოლოგი და ა.შ. მეორე, ღმერთიც ვერ შთამაგონებს, ასეთ მნიშვნელოვან თემებზე გამოვთქვა ჩემი შეხედულებების საწინააღმდეგო აზრი. ჰესებთან დაკავშირებით რომ მართვადი პროცესები მიდის და თემა გამოიყენება როგორც გარე, ისე შიდა ძალების მიერ, ღრმად ვარ დარწმუნებული. მოსახლეობა კი ხოცავს ერთმანეთს მუქარების და ლანძღვა-გინების დონეზე.

 

სოცქსელში ბილწსიტყვაობით, ალბათ, მსოფლიოში ლიდერი პოზიცია გვიკავია. აზრის გამოხატვას შეგაძულებენ. ამ პოსტის მიზანი მარტივია. რატომ ხდება, როცა ექს-პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქტიურად ლობირებდა დიდ ჰესებს, გახსნა ნესკრას მშენებლობა, გეგმავდა ნამახვანს, სხვა დიდ ჰესებს, ნანობდა, რომ ხუდონი არ ავაშენეთ და სხვა, დღეს რატომ გამოდის ნამახვანის საწინააღმდეგოდ? მას ხომ ეს საკითხი ჩემზე და ბევრზე უკეთ ჰქონდა შესწავლილი მთავრობასთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან, სპეციალისტებთან ერთად?! ხომ შეიძლება რომ ასეთ საკითხებში ვიწროპოლიტიკური ინტერესები გადავდოთ და თუ ექს-ჩინოვნიკი, მ.შ. პრეზიდენტი, თვლიდა, რომ დიდი ჰესები გვჭირდებოდა, მათ შორის ნამოხვანიც, გამოვიდნენ და თქვან, რომ ეს პროექტი ქვეყანას სჭირდება?! სხვა ვიდეოებიც მოიპოვება ინტერნეტში, რომლებშიც კონკრეტულად ნამახვანზე საუბრობენ პრეზიდენტი, პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი. ამიტომ მაღიზიანებს ოპოზიციის არათანმიმდევრულობა, არასახელმწიფოებრივი მიდგომები, როცა ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს სახელმწიფოზე მაღლა აყენებენ. უამრავი პირადი მიზეზი მაქვს, რომ გარკვეული პირების, პარტიების მიმართ ვიყო სუბიექტური, მათ შორის იმ მიზეზით, რომელიც საჯაროდ არასდროს გამიხმოვანებია. თუმცა, ვცდილობ პირადი გვერდზე გადავდო. თქვენც გადადეთ პირადი, პარტიული გვერდზე და საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს, მტკივნეულ თემებზე, გამოდით და დააფიქსირეთ სახელმწიფოებრივი პოზიცია. მე სამინისტროები არ მექვემდებარება, რომ ექსპერტთა კონსილიუმი მოვაწყო ამ საკითხზე და პოზიციები შევაჯერო. ამიტომ გვითხარით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამბობდით სიმართლეს, თუ ახლა, როცა ნამახვანს ეწინააღმდეგებით?“ - წერს ამირან სალუქვაძე. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner