logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ბოკერია როგორი ხიდი იქნება, ჯერარყოფილი?
- +

1 მარტი. 2021. 03:12

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

"სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე ბინძურმა იდეოლოგმა, ბოკერიამ თქვა, - პოლიტიკაში თაობებს შორის ხიდი ვიქნებიო.

 

ამაზე გამახსენდა:


ბოლშევიკებმა და კომუნისტებმა დამკვრელური მშენებლობა და ხუთწლედის ოთხ წელიწადში შესრულება რომ დაიწყეს, დიდი მშენებლობები გაჩაღდა - აშენებდნენ ქარხნებს, ფაბრიკებს, მანქანა-ტრაქტორების პარკებს, კულტურის სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და, რასაკვირველია, ხიდებსაც!

 

თბილისში, მტკვარზე პირველი ხიდის გახსნაზე იოსებ გრიშაშვილიც მიიწვიეს. პოეტმა ხიდის გახსნას ლექსი მიუძღვნა და ჩვეული მანერით წაიკითხა. ვისაც აუდიოჩანაწერი მოგისმენიათ, გემახსოვრებათ, როგორ კითხულობდა - სიტყვის ბოლოს ხმოვნებს აგრძელებდა.

 

ჰოდა, ბატონმა იოსებმა დაიწყო:
"ამაზე გრძელიიი, ამაზე დიდიიი..." და სანამ ბობოლა ბოლშევიკებს ზაფრა დაუვლიდათ, განაგრძო: "ჯერ არ ყოფილააა თბილისში ხიდიიი..."

 

ჰოდა, რა მინდოდა, მეკითხა:
ბოკერია როგორი ხიდი იქნება, - ჯერარყოფილი?" - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner