logo_geo
eng_logo
დათო ოქიტაშვილი: ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო!
- +

1 მარტი. 2021. 23:03

 

„დავინიშნე საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის სოციალურ საკითხთა, და კულტურის დეპარტამენტის თვითშემოქმედებითი კოლექტივების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელად“, - ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის შვილისთვის, ძალზედ საამაყოა და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას მანიჭებს.

 

დღეიდან საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის პოზიციის პარალელურად დავინიშნე საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის სოციალურ საკითხთა, და კულტურის დეპარტამენტის თვითშემოქმედებითი კოლექტივების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელად. ბედნიერი ვარ,  რომ შეხება მექნება ჩვენს საამაყო სტუდენტ ახალგაზრდებთან, რომლებიც საქართველოს ახალი ისტორიის ფურცელს წერენ. მადლობას ვუხდი გამოცხადებული ნდობისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას!“ - წერს დათო ოქიტაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner