logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ამ კაცს ედავებიან, რატომ ხნავ და რატომ თესავო? მიწა რატომ გაქვს, შენი სიძე დეპუტატი როა, სახელმწიფომ ამიტომ გადმოგცაო?
- +

16 აპრილი. 2021. 01:34

 

 

ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტებს ანრი ოხანაშვილის შესახებ, ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

„კაცი, რომელიც საოკუპაციო საზღვართან შარვალჩახდილი არ დარბის

 

ანრი ოხანაშვილს პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ ტელევიზორში ვხედავ ხოლმე. არც მისი სიმამრის არსებობის შესახებ ვიცოდი რამე გუშინდლამდე.

ეს კაცი ყოფილა, ფოტოზე რომ ხედავთ. ადრე თბილისში უცხოვრია, მერე დედა ვერ მიუტოვებია და სოფელში დაბრუნებულა. მას შემდეგ საოკუპაციო საზღვართან ხნავს, თესავს და ბაღებს აშენებს.

გაიგონეთ?!

ხნავს, თესავს, თესავს, ხნავს, თოხნის, ბარავს, მოსავალს იწევს!

ის საოკუპაციო საზღვართან შარვალჩახდილი არ დარბის!

თურმე ამ კაცს ედავებიან, რატომ ხნავ და რატომ თესავო? მიწა რატომ გაქვს, შენი სიძე დეპუტატი როა, სახელმწიფომ ამიტომ გადმოგცაო? არადა, 1990-იან წლებში ჰქონია ნაყიდი.

კაკო ბობოხიძე, გიგა ბოკერია, ბუბა კიკაბიძე და მათნაირები რუსთაველზე ავტომატებით რომ დარბოდნენ, ეს ნაკვეთებს ყიდულობდა და მოსავალი მოჰყავდა.

გაიგონეთ?!

შარვალჩახდილები, ტერიტორიების დაბრუნებას ტ**კების მიშვერით რომ აპირებენ, ამას ედავებიან, ოხანაშვილი შენი სიძე რათ არიო?

ვახ, კაცოოოო! რათა ჰხნამ და რათა სთესამო?! ავოიე!!!

ღმერთი, რჯული, არავის არც ,,ვაპრავებ", არც ვიცნობ, უბრალოდ მიკვირს... თუმცა აღარც მიკვირს!“, - წერს ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner