logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს
- +

19 აპრილი. 2021. 22:12

 

 

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური სოციალურ ქსელში წერს.

 

„ეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა, ეს არის სიძლიერის და მაღალი ღირსების მაჩვენებელი.მჯერა ასეთი სულისკვეთებით და ერთიანობით კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას მივაღწევთ.

კიდევ უფრო ძლიერი და ერთიანი საქართველო, აი ეს იყო, არის და იქნება ქართული ოცნების მიზანი“,-  წერს ალუდა ღუდუშაური.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner