logo_geo
eng_logo
დიანა ლიპარტელიანი: ვნახე „ჰეროკრატიას“ პირველი სერია და კიდევ ერთხელ გავბრაზდი
- +

7 სექტემბერი. 2016. 16:08



ჟურნალისტი დიანა ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში გოგა ხაინდრავას ფილმ „ჰეროკრატიასთან" დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:


„ვნახე „ჰეროკრატიას" პირველი სერია და კიდევ ერთხელ გავბრაზდი ბევრ გარემოებაზე!

 

მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს არის ფილმი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს. ზოგიერთმა უნდა გადაიმეოროს, ზოგიერთმა კიდევ, ცხოვრებაში პირველად უნდა ნახოს... რაც მთავარია, ეს ისე უნდა გააკეთოს, თითქოს არჩევნები არც არსებობს ქვეყანაში... მაგრამ ყველამ უნდა ნახოს! ძალიან მძიმეა სანახავად, მაგრამ არა უშავს, გაუძლებთ - ხალხმა ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გადაიტანა და გაუძლო.

 

ეს ყველაფერი, აუცილებლად უნდა გადაღებულიყო ფილმად, რომ აუცილებლად ნახონ ჩემმა და თქვენმა შვილებმაც. რატომ? იმიტომ! იმ ყველაფრის გამო, ამ სასჯელს თითოეული ჩვენგანი ვიმსახურებთ!

 

და მაინც, ამ ყველაფერში, ყველაზე დიდი ტრაგედია, იცით, რა არის? ის, რომ ამ ყველაფრის დამკვეთები, შემსრულებლები დაუსჯელები დათარეშობენ და იმდენ ნაწამებ, ნაცოდვილარ ადამიანს ახლა ფილმის სახით ვაყურებინებთ იმ ყველფერს..." - წერს დიანა ლიპარტელიანი.


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner