logo_geo
eng_logo
ISET-ი ბიზნესის განწყობის ინდექსის ზრდას კვირიკაშვილის ეფექტს უკავშირებს
- +

16 მარტი. 2016. 20:38


 

თბილისი (GBC) - ISET-ი „კვირიკაშვილის ეფექტით", ბიზნესის განწყობის ინდექსის (BCI) ზრდაზე აცხადებს.


ინდექსი პირველ კვარტალში [-100; 100] შკალაზე 11-დან 14 გაიზარდა.


მათი განცხადებით, ფიქსირდება მკვეთრი და უეცარი გაუმჯობესება ბიზნესის მოლოდინების ინდექსში. ხოლო, დაფიქსირებული ბიზნეს სექტორის ენთუზიაზმი მათი აზრით, შეიძლება გამოწვეული იყოს ბოლოდროინდელი ბიზნეს სექტორზე ორიენტირებული რეფორმებით.


მათ შორის, ესაა მოგების გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის ცვლილება, ძირითადი საშუალებების იმპორტზე დღგ-ის გადახდის ვადის გადავადება, გამარტივებული საგადასახადო რეჟიმი და ა.შ. - ეს ის მთავარი რეფორმებია, რომლებსაც ISET-ის თქმით, აქტიურად განიხილავს ახალი პრემიერი.


მათი თქმით, ბიზნესის კეთების მთავარ შემზღუდველ ფაქტორად კვლავ არასაკმარისი მოთხოვნა დასახელდა. მცირე და საშუალო საწარმოებს კი უფრო მეტად უჭირთ ფინანსური რესურსების მოზიდვა.


ISET-ის განცხადებით, 2015 წლის მეოთხე კვარტალში მოსალოდნელი გასაყიდი ფასების ინდექსმა მაქსიმუმს მიაღწია. 2016 წლის იანვარში კი ინფლაციის 5.6%-იანი დონე დაფიქსირდა.


„ახალი წლის პერიოდში ბიზნესებმა შეძლეს ფასების კორექტირება გაცვლითი კურსის გაუფასურების შესაბამისად, რის გამოც მეტი ზრდა აღარაა მოსალოდნელი", - აღნიშნავს კვლევითი ინსტიტუტი. მათივე განცხადებით, ბიზნესის განწყობა მცირედით გაუმჯობესდა მსხვილი საწარმოებისთვის, მაგრამ გაუარესდა მცირე და საშუალო კომპანიებისთვის. თუმცა, საერთო ჯამში ბიზნესის განწყობა სტაბილური და პოზიტიური ტენდენციით ხასიათდება.


ცნობისთვის, კვლევაში 222 კომპანია მონაწილეობდა, საიდანაც 64 მსხვილი, ხოლო158 მცირე და საშუალო იყო.



წყარო : http://www.iset-pi.ge/index.php/en/business-confidence/1298-kvirikashvili-effect-q1-2016






 

right_banner
არქივი
right_banner