logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის დრო, რომ განსხვავებული მოსაზრების გამო, ვინმე სამსახურიდან გააგდონ ან დასაჯონ
- +

19 ოქტომბერი. 2020. 16:11

 

„წარსულს ჩავაბარეთ წლები, როდესაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანები იდევნებოდნენ, სამსახურებში ვერ ინიშნებოდნენ და ათავისუფლებდნენ“, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა, რომელიც სკოლის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებს.

 

კალაძის თქმით, ასეთი დრო არასდროს დაბრუნდება.

 

„საბედნიეროდ, ჩვენ ყველამ ერთად წარსულს ჩავაბარეთ წლები, როდესაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანები იდევნებოდნენ, სამსახურებში ვერ ინიშნებოდნენ და ათავისუფლებდნენ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, არასდროს დაბრუნდება საქართველოში ის დრო, რომ განსხვავებული მოსაზრების გამო, ვინმე სამსახურიდან გააგდონ ან დასაჯონ“, - განაცხადა კალაძემ.

 

ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ სკოლის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს. პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლება იმ დირექტორებთან, რომლებსაც სახელშეკრულებო ვადა ამოეწურათ, პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს იყენებს.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner