logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: უკვე მესამე დღეა, აშკარავდება „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური გეგმები
- +

29 ოქტომბერი. 2020. 17:08

 

 

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მესამე დღეა, „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური გეგმები აშკარავდება. მხილება N1 იყო გუშინწინ, როდესაც ჩვენი პარტიის შესაბამისმა სამსახურებმა გამოააშკარავეს 32 ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ე.წ. ობიექტური დამკვირვებლების ეგიდით უნდა დაკვირვებოდნენ არჩევნებს, შემდეგ თავისი დასკვნები გაეკეთებინათ, რის შემდეგ იქნებოდა მცდელობა, რომ ამ დასკვნების საფუძველზე საერთაშორისო დამკვირვებლებს თავისი დასკვნები გაეკეთებინათ. ეს სქემა მხილებული იქნა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

 

მამუკა მდინარაძე პირობას იძლევა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე სადამკვირვებლო მისია, ეკუთვნის „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ დაკავშირებულ პირს, ასეთი ორგანიზაცია არჩევნებს აღარ დააკვირდება.

 

„თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე სადამკვირვებლო მისია, რომელიც ცდილობს, რომ ობიექტურად დააკვირდეს ბრჭყალებში თუ მის გარეშე არჩევნებს - ეკუთვნის „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ დაკავშირებულ პირს, მე გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ასეთი ორგანიზაცია არჩევნებს აღარ დააკვირდება. თქვენ ახსენეთ გვარი, როგორც ვიცი მოდებაძე, რომელიც პირველი ინფორმაციით რაც გავიგე, არის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის წევრი. სხვა პირი, რომელსაც ეკუთვნის რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მისი ხელმძღვანელია, მოძიებული ვერ იქნება ამის გარანტიას გაძლევთ, გამორიცხულია. ერთი სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინწინ სადამკვირვებლო მისიის მიმართულებით იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის მხილება, სრული ლუსტრაცია“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

 

right_banner
არქივი
right_banner