ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ ბიძინა ივანიშვილის წასვლა ყველაზე დიდ გამოწვევად თავად „ქართული ოცნებისთვის“ რჩება. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
ვლადიმერ ბოჟაძემ „ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრს, ირაკლი კიკნაველიძეს მიმართა და თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა.
„ბიძინა ივანიშვილის წასვლა არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა პირველ რიგში ქართული ოცნებისთვის. „ქართული ოცნება“ დღეს უკვე აღარ არის ბიძინა ივანიშვილის პარტია. ეს გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. “ქართულ ოცნებას“, „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით ამომრჩეველი არ მოუტყუებია, რომ პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილი. 9 თვეში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. თუ წააგებს „ქართული ოცნება“, აღმოჩნდება, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა ლიდერებმა ვერ გაუწიეს შესაბამისი კონკურენცია მთელ ოპოზიციას, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები რომ მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“, ვის დააბრალებთ - კობახიძეს, გახარიას თუ კალაძეს?“ - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.