„ერთიანი ძალისხმევით და განახლებული ენერგიით შევძლებთ, დავძლიოთ ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მან ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნა მიულოცა.
„მინდა, მივულოცო ირაკლი კობახიძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა. მოგეხსენებათ, დღეს ჩატარდა რიგით მეექვსე ყრილობა და ჩვენ ერთხმად, ერთსულოვნად ავირჩიეთ ბატონი ირაკლი ამ თანამდებობაზე. „ქართული ოცნება“, როგორც ერთიანი გუნდი, სრულად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, განახლებული ენერგიით, განახლებული გუნდით შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ ამ გამოწვევებიდან და რაც მთავარია, დავძლიოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.