logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: ვერც ერთი მესამე სახელმწიფო ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ვერ შეაჩერებს
- +

19 იანვარი. 2021. 17:33

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, NATO-ში ინტეგრაცია არის საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი და ვერც ერთი მესამე სახელმწიფო, მიუხედავად მისი პოლიტიკური ამბიციების თუ ბირთვული არსენალის სიდიდის, ამ მისწრაფებებს ვერ შეაჩერებს. ასე გამოეხმაურა ის საქართველოს შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას.

 

NATO-ში ინტეგრაცია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ეს არის ჩვენი მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი და ვერც ერთი მესამე სახელმწიფო, მიუხედავად მისი პოლიტიკური ამბიციების თუ ბირთვული არსენალის სიდიდის, ამ მისწრაფებებს ვერ შეაჩერებს. ამას ძალიან კარგად ადასტურებს ოკუპაციის შემდეგ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი, ისევე როგორც საქართველოს აქტიური ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში“, - განაცხადა ბერაიამ.

 

შეგახსენებთ, NATO-სგენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გაწევრიანდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა NATO-ში. .

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner