logo_geo
eng_logo
სებასტიან მოლინეუსი: მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას შესანიშნავი შეხვედრისთვის, რომლის დროსაც ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა განვიხილეთ, ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე
- +

19 იანვარი. 2021. 17:55

 

 

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

სებასტიან მოლინეუსი გიორგი გახარიას შეხვედრისთვის მადლობას უხდის და ხაზს უსვამს, რომ საუბარი შეეხო ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმას, ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებს.

 

„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესანიშნავი შეხვედრისთვის, რომლის დროსაც ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა განვიხილეთ.

 

ვისაუბრეთ ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის განკუთვნილ დახმარებაზე, რაც საქართველოში ეკონომიკის სიძლიერესა და შოკებისადმი მედეგობას უზრუნველჰყოფს“,- წერს სებასტიან მოლინეუსი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner