logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო და ჩვენი მოსახლეობა
- +

21 იანვარი. 2021. 12:35

 

 

„მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო და ჩვენი მოსახლეობა და დაირღვა კონვენციის არაერთი უმძიმესი მუხლი, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამება, საკუთრების უფლება და სხვა უფლებები“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ევროპულ სასამართლოში ისტორიული გამარჯვების მოლოდინი. ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული, კერძოდ, იუსტიციის სამინისტრომ 2013 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით 700-მდე მტკიცებულება წარადგინა სტრასბურგში. ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს მსხვერპლი იყო საქართველო და ჩვენი მოსახლეობა და დაირღვა კონვენციის არაერთი უმძიმესი მუხლი, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამება, საკუთრების უფლება და სხვა უფლებები. აქედან გამომდინარე, გაწეული შრომის შედეგად წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გვაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ისტორიული გამარჯვება და მხოლოდ ის დაგვრჩენია, დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner