logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: დიმიტრი სამხარაძის იდეა საინტერესოა იმისათვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა დაამტკიცოს ის ამბიცია, რომელსაც აცხადებენ
- +

14 აპრილი. 2021. 17:12

 

„ეს მართლაც საინტერესო იდეაა იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლოს და დაამტკიცოს ამბიცია, რომელსაც აცხადებენ და რომ აქვთ ის მხარდაჭერა, რაზეც საუბრობენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და „ქართული ოცნების“ რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებს მოუწოდა, რომ დატოვონ მანდატები და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამართულ შუალედური საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გაზომონ საკუთარი რეიტინგი.

 

როგორც სარჯველაძემ განაცხადა, ეს მაჟორიტარები თავად უნდა მიხვდნენ, პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელმაც განაპირობა თითოეული მათი გამარჯვება, ეს დიდწილად განპირობებული იყო პარტიის მხარდაჭერით და არა უშუალოდ მათი პიროვნული რეიტინგით.

 

მისი თქმით, ეს არ არის მათი პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება, თუმცა, გარკვეულ ეთიკურ და პოლიტიკურ კრიტერიუმს ეს წარმოადგენს.

 

„მნიშვნელოვანია, ასევე, რომ როდესაც საუბარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რაზეც დღეს იყო საუბარი, ალბათ მხედველობაში მისაღებია, რომ ეს დეპუტატები, მაჟორიტარებს ვგულისხმობ, მათი დეპუტატობა, რა საკვირველია, განაპირობა იმ მხარდაჭერამ, რომელიც „ქართული ოცნების“ მიმართ არსებობდა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ეს საკითხი შეიძლება იყოს საყურადღებო და პირველ რიგში იმ ადამიანებზე, მაჟორიტარებზე ვსაუბრობ. ამაზე როცა ვსაუბრობთ, გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის მათი პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება, თუმცა, გარკვეულ ეთიკურ და პოლიტიკურ კრიტერიუმს ეს წარმოადგენს. ისინი თავად უნდა მიხვდნენ, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელმაც განაპირობა თითოეული ამ ადამიანის გამარჯვება, ეს ძალიან დიდწილად განპირობებული იყო პარტიის მხარდაჭერით და არა უშუალოდ მათი პიროვნული რეიტინგით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.  

 

  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner