logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები
- +

15 აპრილი. 2021. 11:17

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვიზიტი ვაშინგტონში ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს, - ამის შესახებ კახა კუჭავამ განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, შეხვედრებზე განიხილეს როგორც ქვეყნის შიდაპოლიტიკური საკითხები, ასევე ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოს წინაშე რეგიონალური მასშტაბით დგას.

 

„ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ჩვენი ქვეყნის მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მათი რჩევები და შესაბამისად მივიღოთ უკვე გადაწყვეტილებები“, - განაცხადა კუჭავამ.

 

მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალში უფრო ხშირად გაგრძელდება. კუჭავამ განმარტა, რომ მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის საკითხიც განიხილეს.

 

„მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იხილონ ძლიერი საქართველო, სადაც დემოკრატია კიდევ უფრო ვითარდება. ისინი რა თქმა უნდა, შეეხნენ ქვეყანაში მიმდინარე ყველა საკითხს. ისინი ისურვებდნენ, რომ შეთანხმება საბოლოოდ დასრულდეს, ისურვებდნენ რომ ოპოზიცია საბოლოოდ იხილონ პარლამენტში და ხელისუფლებამაც აიღოს პასუხისმგებლობა, რომელზეც ჩვენი მხრიდან თანხმობა იყო გაცხადებული. ვისაუბრეთ დეტალებზეც თუ რა ნაბიჯებია გადადგმული და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ხელისუფლება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner