logo_geo
eng_logo
დიეგო კოლასი: საფრანგეთი საქართველოს პოსტპანდემიურ პერიოდშიც დაეხმარება
- +

10 ივნისი. 2021. 18:02

 

„საფრანგეთი საქართველოს პოსტპანდემიურ პერიოდშიც დაეხმარება“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

 

„2020 წელს საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს შეჰფიცეს, რომ პანდემიის პერიოდში დახმარებას აღმოუჩენდნენ. იმ დღიდან 190 მილიონი ევრო გამოვყავით დახმარების სახით. ძალიან ვამაყობთ, რომ არა მხოლოდ დავპირდით ქვეყანას, არამედ შევასრულეთ ერთ თვეში ეს პირობა. გპირდებით, რომ პოსტპანდემიურ პერიოდშიც დაგეხმარებით. მიგვაჩნია, რომ ეს არის დრო, როდესაც დინამიკური უნდა გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა, ინვესტიცია განვახორციელოთ მდგრად და ინკლუზიურ განვითარებაში. ზუსტად ამისთვის არის საჭირო ეს მემორანდუმი. ეს ასევე მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის მეგობრული სულისკვეთებისთვის. სამი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 150 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს ეს ამბიციური პროგრამა. ასევე იქნება საგრანტო დაფინანსება დაახლოებით 30 მილიონი ევროს ოდენობით. ამით ჩვენ საოცარ საქმეებს გავაკეთებთ. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, გავაძლიეროთ პროდასავლური გარემო, განვამტკიცოთ თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.

 

საფრანგეთი საქართველოს დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, 483 მილიონ ევროს გამოუყოფს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner