logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სულ მალე ვნახავთ, იმ საკრებულოში, რომელშიც ბიუჯეტი დამტკიცდა, რამდენად შეძლებენ კონსოლიდაციას სხვა საკითხებზე
- +

30 ნოემბერი. 2021. 15:26

 

„სხვა გადაწყვეტილებებით, სულ მალე ვნახავთ, იქ, სადაც ბიუჯეტი დამტკიცდა, რამდენად შეძლებენ კონსოლიდაციას სხვა საკითხებზე“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ზუგდიდის საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას.

 

„ვთანხმდებით იმაზე, რომ საკრებულოების მიღებული გადაწყვეტილება იყო კანონიერი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მიზანშეწონილობის საკითხი. ეს მიზანშეწონილიცაა იქიდან გამომდინარე, რომ, სხვა შემთხვევაში, შეიქმნებოდა კრიზისი და თუ ეს ასე არ არის, ამას სულ მალე ვნახავთ, სხვა გადაწყვეტილებებით იქ, სადაც ბიუჯეტი დამტკიცდა, რამდენად შეძლებენ კონსოლიდაციას სხვა საკითხებზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner