logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: მოსამართლეს დავურეკოთ და ვუთხრათ, მოდი რა, გადაუვადე, თუ ძმა ხარ? - ვერანაირ გავლენას სასამართლოზე ჩვენ ვერ მოვახდენთ
- +

4 აგვისტო. 2022. 00:00

 

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ სასამართლოზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.

 

ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას განაცხადა.

 

„ვის უნდა ვუთხრათ? მოსამართლეს დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ მოდი რა, გადაუვადე რა, თუ ძმა ხარ? „ქართულ ოცნებას“ ეკითხებიან სააკაშვილის ციხიდან გაშვებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ხართ თუ არა, ანუ თქვენი თავის ილუსტრაციას მოახდენთ თუ არა, რომ თქვენ მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღება უკარნახოთო. ეგ გამორიცხული თემაა. ვერანაირ გავლენას სასამართლოზე ჩვენ ვერ მოვახდენთ“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

მან გადაცემაში ასევე, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსულ გაზრდილ ნაკადებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურიზმის საკითხი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების არანაირი მასობრივი შემოსვლა არ არის.

 

„არანაირი მასობრივი შემოსვლა არაა ჯერ ეს ერთი, ჩვეულებრივი შემოსვლაა, როგორიც იყო“,-აცხადებს ვოლსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner