logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია გამოიჩენს პასუხისმგებლობას და მხარს დაუჭერს მნიშვნელოვან ცვლილებებს
- +

7 თებერვალი. 2023. 12:10

 

 

„იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია გამოიჩენს პასუხისმგებლობას და მხარს დაუჭერს მნიშვნელოვან ცვლილებებს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„ვაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის ოპოზიციასთან კონსულტაციების ფორმატში, კონკრეტული თანამდებობის პირების არჩევის საკითხთან დაკავშირებით, ეს არის, სახალხო დამცველის კანდიდატურა, პირველ რიგში. ასევე ველოდებით ვენეციის კომისიისგან სასამართლოსთან და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნას. შესაბამისად, ჩვენ გაცხადებულ მიზანს, რომ ჩვენს ამოცანას, რეკომენდაციები სრულად შევასრულოთ საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე, აქტიურად გავაგრძელებთ და იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია გამოიჩენს პასუხისმგებლობას და იქნება მხარდამჭერი ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

 

დღეს საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს. საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, მთავარი განსახილველი საკითხები კვლავ ევროპის რეკომენდაციების სრულყოფა იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner