logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: კარასინის განცხადება აგრესიულია. შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნებია!
- +

16 მარტი. 2016. 15:11



პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი გრიგორი კარასინის განცხადებას აგრესიულს უწოდებს.:

 

„კარასინის განცხადება აგრესიულია. შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნებია მის განცხადებაში. თითქოსდა ავიწყდება კიდეც, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ვფიქრობ, გულწრფელობისგან შორსაა, ემოციისგანაც დაცლილია. გარკვეული ორიენტირები აქვს გაკეთებული. წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი განცხადებები იმატებს. მე ვფიქრობ, ქართველი საზოგადოება გადაწყვეტს პარლამენტის შემადგენლობას, ორიენტირებსაც. ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიციები აქვს და მოლაპარაკებები რუსეთთან მნიშვნელოვანია და ამავე დროს არანაირად, ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსს არ ცვლის. ამიტომ ვფიქრობ, ეს განცხადება არ ეკუთვნის მთლად დიპლომატს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



იხილეთ კარასინის განცხადება საქართველოს შესახებ:


http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=2671




 

right_banner
არქივი
right_banner