logo_geo
eng_logo
მარინა ეზუგბაია აჭარაში იმყოფება, სადაც არსებულ კოვიდ-სიტუაციას გაეცნობა
- +

22 სექტემბერი. 2020. 18:32

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აჭარაში არსებულ კოვიდ-სიტუაციას ადგილზე გაეცნობა. როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, ბათუმში აჭარის მთავრობის მიწვევით ჩავიდა.

 

„ადგილზე გავეცნობი სიტუაციას, როგორც კოვიდ-ცენტრებში, ასევე სასტუმროებში. სურათის გაცნობის შემდეგ შემეძლება, უფრო ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ვაპირებთ ტრენინგებს ადგილობრივი მედპერსონალისთვის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ზომების გამკაცრება არ ნიშნავს მხოლოდ მკაცრ შეზღუდვებს და მთავრობასთან ერთად მოქალაქეებმაც უნდა გაითავისონ საკუთარი როლი, რაც რეკომენდაციების დაცვაში გამოიხატება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner