logo_geo
eng_logo
პროკურორი დავით გუმბერიძე: მიხეილ რამიშვილი ცდილობს, თავის გარშემო ემოციური ფონი შექმნას
- +

22 სექტემბერი. 2020. 19:54

 

 

„მიხეილ რამიშვილი ცდილობს, თავის გარშემო ემოციური ფონი შექმნას“, – ამის შესახებ პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.

 

„ჩვენ ავიღეთ განჩინება მიხეილ რამიშვილსა და დავით ფურცხვანიძეს შორის კომუნიკაციას და სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებულ საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. გუშინ, როდესაც დაიწყო ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მთელი პროცედურა, რაც ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვას უკავშირდებოდა, ჩატარდა უშუალოდ მიხეილ რამიშვილის მონაწილეობით“, – ამბობს პროკურორი.

 

მიხეილ რამიშვილის ვერსიაზე, თითქოს, შესაძლოა, ის დააკავონ, პროკურორი აცხადებს, რომ „რამიშვილი ცდილობს, ემოციური ფონი შეიქმნას მის გარშემო“.

 

„დაკავებას, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას კონკრეტული საფუძველი სჭირდება. ამ ეტაპზე გიდასტურებთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება ფურცხვანიძის მიერ გადაგზავნილ ფოტოებთან დაკავშირებით.

 

ფურცხვანიძეს რაც უკავშირდებოდა, როგორც მობილური ტელეფონი, ასევე კომპიუტერი ამოღებულია. ფურცხვანიძე ჩვენ დავკითხეთ მოსამართლის წინაშე და სწორედ იქ განაცხადა, რომ რატომღაც ხუთი დღის წინ დაუზიანდა ტელეფონი, აღარ სარგებლობს იმ ტელეფონით, რითაც სურათები გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს. შესაბამისად, ჩვენ დამატებით ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედება და ამოვიღეთ ის დაზიანებული ტელეფონი, რომელიც მის ოჯახის წევრთან ინახებოდა“, – განაცხადა გუმბერიძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner