logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: არ დავუშვებ არავითარი სტატისტიკის გაყალბებას, მშვიდად იყავით
- +

22 სექტემბერი. 2020. 21:42

 

 

“არასდროს სიყალბესთან საქმე არ მქონია, ასე რომ მშვიდად იყვნენ და მშვიდად იყავით ყველა”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის სტატისტიკური მონაცემების გაყალბების მოსაზრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკის განყოფილება ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა, რომლითაც ის ამაყობს.

 

„მატყობთ რამეს რომ ვმანიპულირებ? სტატისტიკას იძლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამ ცენტრის ხელმძღვანელი არის თქვენი მონა-მორჩილი. მე ბევრგან მიმუშავია და არასდროს სიყალბესთან საქმე არ მქონია, ასე რომ მშვიდად იყვნენ და მშვიდად იყავით ყველა. მე არ დავუშვებ არავითარი სტატისტიკის გაყალბებას. დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის სტატისტიკის ცენტრი, სადაც ყველანაირი სტატისტიკა იკრიბება – რამდენი დიაბეტიანია, რამდენი ინფარქტის ახალი შემთხვევაა და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე განყოფილება, ამით მე ვამაყობ და ასეთ რამეს არ დავუშვებ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

22 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 40. ქვეყანაში სულ 3 913 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 574 უკვე გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner