logo_geo
eng_logo
კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია, რომელსაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა
- +

25 სექტემბერი. 2020. 11:58

 

კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 ივლისს შეიყვანეს. მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

 

ამასთან, კორონავირუსის ახალი 265 შემთხვევიდან 168 აჭარაში გამოვლინდა.

 

ამ დროისთვის რეგიონის რვა კლინიკაში 486 პირი მკურნალობს, კოვიდ-სასტუმროებში  – 812, ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 300-მდე ინფიცირებული.

 

კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 48 ბავშვია, 16 კი  – ორსული.

 

დღეს რეგიონში კოვიდ-სასტუმრო 39-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –836.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner