logo_geo
eng_logo
ქუთაისში ბოლო მონაცემებით 10,054-მა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
- +

21 ნოემბერი. 2020. 13:01

 

 

ქუთაისში ბოლო მონაცემებით 10,054-მა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 6,49 პროცენტია.

 

საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, პირველ ტურზე ამ დროის მონაცამებით 11 პროცენტი იყო მისული საარჩევნო უბნებთან. ჯერჯერობით საოლქო კომისიაში საჩივარი არ შესულა.

 

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

 

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner