logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: თუკი ქვეყანაში „ფაიზერის” ვაქცინა შემოვა, აცრის პროცესი სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება
- +

14 იანვარი. 2021. 02:55

 

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ თუკი ქვეყანაში „ფაიზერის” ვაქცინა შემოვა, აცრის პროცესი სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.

 

მისივე თქმით, სწორედ ამ სამ ქალაქშია ის მაცივრები, სადაც აღნიშნული ვაქცინის შენახვა იქნება შესაძლებელი.

 

„მაცივრები, სადაც ვაქცინის შენახვა იქნება შესაძლებელი, სამ დიდ ქალაქშია. თუ ჩვენ დაგვჭირდა, მაგალითად, „ფაიზერის” ვაქცინაციის დაწყება, მთავარი ადგილები, სადაც აცრა მოხდება, ეს იქნება სამი დიდი ქალაქი – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. მაშინ, თუ „ასტრაზენეკაზე” გადავალთ, უკვე შეგვიძლია აცრის შესაძლებლობა უფრო ფართოდ გავშალოთ და შესაძლებელი იყოს რაიონულ დონეზეც ჩატარდეს აცრა,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner