logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელს შეხვდა
- +

22 იანვარი. 2021. 19:52

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელს შეხვდა.

 

შეხვედრის შესახებ ევროკომისარმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილთან წარმატებული შეხვედრა შედგა.

 

„დადასტურებულია, რომ ევროკავშირი „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში საქართველოს გვერდში უდგას, მათ შორის ვაქცინის ადრეული ხელმისაწვდომობის საკითხში. ჩენ აგრეთვე მხარს დავუჭერთ ეკონომიკურ განვითარებას და აღდგენას. კავშირს ამ კონტექსტში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – წერს ევროკომისარი.

 

„ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე შეხვედრას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. ზურაბიშვილმა ვარჰელს ნაყოფიერი შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„აღდგენისკენ მიმავალი გზა სოლიდარობაზე გადის. მოხარული ვარ, რომ საქართველოს, როგორც ევროპის ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორს, შეუძლია, ევროკომისიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, – წერს პრეზიდენტი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner