logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომა უზრუნველყოს
- +

25 იანვარი. 2021. 00:04

 

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომა უზრუნველყოს.

 

საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს.

 

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა ისტორიული განაჩენი სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“, 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში. ეს განაჩენი ხაზს უსვამს ორ მნიშვნელოვან ელემენტს. პირველი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს მუდმივ და ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 12 აგვისტოდან. მეორე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ომის დროს და მის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალრიცხოვან და უხეშ დარღვევას, ოკუპირებულ რეგიონებში ომის დანაშაულების და ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევების გამოუძიებლობას მის მიერ, ასევე რუსეთის უარს, მიეცა შესაძლებლობა ეთნიკური ქართველებისთვის, დაბრუნებოდნენ თავიან საცხოვრებელს.

 

როგორც არაერთხელ განაცხადა ევროპარლამენტმა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და შეცვალოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარება. როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, მან უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვს-პუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რომლითაც ომი დასრულდა”, – ნათქვამია მარინა კალიურანდის განცხადებაში.

 

https://1tv.ge/news/evroparlamentari-marina-kaliurandi-rusets-mouwodebs-gaauqmos-afkhazetisa-da-samkhret-osetis-aghiareba-da-adgilze-evrokavshiris-sadamkvirveblo-misiis-wvdoma-uzrunvelyos/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner