logo_geo
eng_logo
თბილისის სატრანსპორტო კომპანია: მეტროსა და ავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს
- +

27 თებერვალი. 2021. 14:09

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერის, თამაზ რობაქიძის განცხადებით, მეტროსა და ავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს.

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები ყოველდღიურად 21:00 საათამდე მოემსახურებიან მგზავრებს.

 

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები დღეიდან ყოველდღიურად მოემსახურებიან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში 21:00 საათამდე. რჩება მხოლოდ ერთი შეზღუდვა, რაც აქამდეც იყო, ეს არის პირბადით მგზავრობა. ამას თბილისის მეტროს შესასვლელებში აკონტროლებენ ჩვენი კომპანიის თანამშრომლები და ასევე, მეტროს პატრულის თანამშრომლები. ასევე ავტობუსს ამოწმებენ კონტროლიორები და კონდუქტორები აკონტროლებენ და არ დაიძვრება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მგზავრს არასწორად უკეთია პირბადე ან საერთოდ არ უკეთია. კომპანია ასევე ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რაც იყო მანამდე და ყველა ავტობუსის, ყველა მეტროსადგურის და მეტროს ვაგონის დეზინფექცია ხდება ყოველდღე, ვიდრე მოემსახურებიან მგზავრებს. დეზინფექცია ტარდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებებით“, - განაცხადა თამაზ რობაქიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner