logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ამირან გამყრელიძე ერთ-ერთი მთავარი ბურჯია, რომელსაც ხელეწიფება, ქვეყანაში უზრუნველყოს ეპიდსიტუაციის სტაბილური მართვა
- +

1 მარტი. 2021. 14:44

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უმაღლესი დონის პროფესიონალია, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას შესანიშნავად მართავს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი არ არსებობს.

 

„ამირან გამყრელიძე უმაღლესი დონის პროფესიონალია. ვფიქრობ, საქართველოში ბოლოდროინდელმა პროცესებმაც დაადასტურა, რომ ის ერთ-ერთი მთავარი ბურჯია, რომელსაც ხელეწიფება, ქვეყანაში უზრუნველყოს ეპიდსიტუაციის სტაბილური მართვა. ამის გათვალისწინებით, არ მიმაჩნია, რომ მის მიმართ რაიმე ფორმით საყვედური შეიძლება არგუმენტირებული იყოს. კიდევ ვიმეორებ, მისი შესაძლო გადადგომის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობ. რაც შეეხება საკითხს, შეიძლება თუ არა ეს მოხდეს ან უნდა მოხდეს თუ არა, ამას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, რომ შეიძლება მიზეზი და საფუძველი იყოს“, -განაცხადა სარჯველაძემ.

 

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თანამდებობას დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner