logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი ნამახვანჰესზე: მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია თუ რა პროექტია, რა პირობებით კეთდება, რა ზემოქმედება ხდება ბუნებაზე, არის თუ არა ეს სიცოცხლისთვის საშიში და ა.შ.
- +

3 მარტი. 2021. 18:06

 

„მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია, ასევე უნდა შედგეს მოსახლეობასთან დიალოგი, მაქსიმალური ინფორმირება თუ რა პროექტია, რა პირობებით კეთდება, რა ზემოქმედება ხდება ბუნებაზე, არის თუ არა ეს სიცოცხლისთვის საშიში და ა.შ.“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, ნამახვანჰესზე კომენტირებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენება და განვითარება მოხდეს.

 

„ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენება და მისი განვითარება, ეს მიმაჩნია, რომ გარდაუვალია. მეორე მხრივ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და მაქსიმალურად მაღალი სტანდარტებით უნდა განვავითაროთ, რათა ბუნებას ნაკლები ზიანი მიადგეს და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია, ასევე უნდა შედგეს მოსახლეობასთან დიალოგი, მაქსიმალური ინფორმირება თუ რა პროექტია, რა პირობებით კეთდება, რა ზემოქმედება ხდება ბუნებაზე, არის თუ არა ეს სიცოცხლისთვის საშიში და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner