logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: დავით ზალკალიანთან ერთად საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დავურეკეთ და მიწისძვრის შემდეგ ჩვენი სოლიდარობა გამოვუცხადეთ
- +

3 მარტი. 2021. 20:27

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას „ტვიტერზე“ ეხმაურება.

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დავურეკეთ და მიწისძვრის შემდეგ ჩვენი სოლიდარობა გამოვუცხადეთ. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ ჩვენს მეზობელს“, - წერს მევლუთ ჩავუშოღლუ „ტვიტერზე“.

 

საბერძნეთში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner