logo_geo
eng_logo
სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვა 4 მაისის ჩათვლით არის ძალაში
- +

3 მაისი. 2021. 10:11

 

 

საქართველოს მასშტაბით სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვა დღესაც იმოქმედებს. შეზღუდვა 2 მაისიდან ამოქმედდა და 4 მაისამდე არის ძალაში.

 

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სადღესასწაულო დღეებში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღო.

 

აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათი დანაყოფები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებენ. მათივე ცნობით, პოლიციის თანამშრომლები არსებული რეგულაციების კონტროლს ახორციელებენ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში არსებულ სასაფლაოებზე.

 

ამასთან, შსს-ში აღნიშნავენ, რომ სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვის დამრღვევი პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner