logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: მსუბუქი საგადასახადო მოდელით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა
- +

13 მაისი. 2021. 14:09

 

 

პარლამენტის წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით საქართველო, თავისი საგადასახადო მოდელით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რაც შეეხება ბიუჯეტში აქციზიდან და დღგ-დან შემოსულობებს, აღნიშნული თანხები სოციალურ უზრუნველყოფასა და ჯანდაცვაზე მიიმართება. აღნიშნულის შესახებ განცხადება დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

 

„მინდა შევახსენო ოპოზიციას, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის და აქციზის ნაწილში ბიუჯეტში ჯამში  5 მილიარდ ლარზე მეტი გათვალისწინებული და ჩვენ 2021 წლის ბიუჯეტში სოციალური უზრუნველყოფასა და ჯანდაცვაზე სწორედ ეს თანხა გვაქვს ჩადებული. ასე რომ, ჩვენ რომ გვაქვს აქციზი და დღგ, სწორედ ამით ბევრ პრობლემას ვუგვარებთ ჩვენ მოსახლეობას. რაც შეეხება საგადასახადო კუთხით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ყველაზე მსუბუქი საგადასახადო კუთხით. სამეულში ვართ თავისი ესტონური მოდელით, მათ შორის. მოგების გადასახადი საერთოდ გაუქმებული გვაქვს, თუ რეინვესტიციას აკეთებს. აქედან გამომდინარე, პირადად ვისურვებდი, რომ  ნაცებმა ხომ დაიხსენით თავი სააკაშვილისგან, მათ შორის იქნებ რომან გოცირიძეც დაიხსნათ, იმიტომ რომ აკადემიური კაცია და იცის. უბრალოდ პოლიტიკური ამბების გამო არასწორ რელსებზე გავიდა. მას ესმის საგანი და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას უფრო გაგაძლიერებთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner