logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნიას თქმით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი
- +

30 ივლისი. 2021. 13:46

 

 

„აქამდე „ფაიზერით“ ვაქცინაცია ტარდებოდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში. დღეს უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით,, ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც.

 

„თბილისში არის რამდენიმე დიდი ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, ასე ექსპერტების ჯგუფმა, ასევე უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა, სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაქტი, რომ „ფაიზერთ“ ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც. დაახლოებით შვიდი დაწესებულებაა, რომელმაც გამოთქვა მზაობა „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

მისივე განმარტებით, რაიონული ცენტრის დაწესებულებებს ასევე დაევალებათ, რომ მოიცვან სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით. გაბუნიას განმარტებით, ამ შემთხვევაში საუბარია სოფლებში „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრების გაფართობაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner