logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი-საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადმომცა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს
- +

20 სექტემბერი. 2021. 10:07

 

 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადმომცა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს", -ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს 76-ე გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთთან მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ყარაბაღის უსაფრთხოების დერეფნის გახსნა-არ გახსნა პოლიტიკური საკითხია და თუ ფაშინიანს მასთან სურს საუბარი, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.

 

,,ყარაბაღის უსაფრთხოების დერეფნის გახსნა-არ გახსნა პოლიტიკური საკითხია. თუ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გსურს საუბარი, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგა. ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებების წინააღმდეგნი. ამისათვის საჭიროა, მათი მხრიდან დავინახოთ პოზიტიური მიდგომა, რომლის საფუძველზეც გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს. თუ ფაშინიანის დიალოგთან დაკავშირებული თხოვნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის საშუალებით მომაწოდა, ნამდვილად გულწრფელია, მაშინ მეც მზად ვარ, იგივე განწყობით ვუპასუხო და აქ უკვე ჩაერთვება დიპლომატია. ვიმედოვნებ, ადგილი ექნება პოზიტიურ და არა უარყოფით მიდგომებს”,-განაცხადა ერდოღანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner