logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დავით სოკოლოვის სახით თბილისმა ღირსეული შვილი დაკარგა
- +

27 სექტემბერი. 2021. 23:45

 

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტის და ტელეწამყვანის დავით სოკოლოვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„მინდა, სამძიმარი გამოვთქვა ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, წამყვანის, დავით სოკოლოვის გარდაცვალების გამო. მქონდა პატივი ბატონ დავითთან ურთიერთობის. ის იყო ნამდვილი თბილისელი, ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარდა ეს ქალაქი და იყო მისი დიდი გულშემატკივარი. დავით სოკოლოვის სახით, თბილისმა დაკარგა ღირსეული შვილი. სამძიმარს ვუცხადებ ბატონი დავითის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner