logo_geo
eng_logo
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის მერობის კანდიდატებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრა დასრულდა
- +

23 ოქტომბერი. 2021. 17:57

 

 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან, საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან და მხარდამჭერებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.

 

„დღეს ბოლო შეხვედრა ბაღდათში გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს კახა ენუქიძეს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ზაზა ლომინაძე, გივი ჭიჭინაძე, ბეჟან წაქაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე.

 

ბაღდათის გარდა, დღეს შეხვედრები გაიმართა ცაგერში, წყალტუბოსა და ქუთაისში“, - აღნიშნავენ პარტიაში.

 

დაგეგმილია შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.

 

პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner