logo_geo
eng_logo
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ ყველა ზრდასრულმა მოქალაქემ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უნდა მიიღოს
- +

30 ნოემბერი. 2021. 12:23

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) აცხადებს, რომ ყველა ზრდასრულმა მოქალაქემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უნდა მიიღოს.

 

29 ნოემბერს, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

 

„ომიკრონი“ შტამის გაჩენა კიდევ უფრო უსვამს ხაზს ვაქცინაციისა და გამაძლიერებელი დოზის მნიშვნელობას“, - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ.

 

20 ნოემბერს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ყველა ზრდასრულის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღებას მხარი დაუჭირა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner