logo_geo
eng_logo
იმუნიზაციის საბჭომ „ომიკრონის“ რისკებსა და ბუსტერ დოზის ვადების შემცირებაზე იმსჯელა
- +

1 დეკემბერი. 2021. 13:32

 

კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელების საფრთხეებზე სასაუბროდ დღეს საქართველოს იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, განიხილება ახალ შტამთან მიმართებაში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება და ასევე,  მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით დამატებითი ,გამკაცრებული ცვლილებები.

 

„დღევანდელი საბჭოს შეხვედრის მიზეზი გახლავთ ახალი შტამი ძირითადად და ახალ შტამთან მიმართებაში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მნიშვნელობა და გასათვალისწინებელი არის, რა სამოქმედო გეგმა უნდა დავისახოთ ჩვენ ამისთვის. უკვე ცნობილი არის, რომ ასაკობრივ ჯგუფებში ბუსტერ დოზის ვადების ცვლილებაც მოხდა და ასევე, ასაკობრივი ჯგუფების ცვლილებაც.

 

რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ბუსტერის გამოყენების უფლება სხვადასხვა ქვეყანაში უკვე 3-4 თვემდე შემცირდა და ნებადართული არის, ვინაიდან საკმაოდ საშიში არის ეს შტამი.

 

მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენც ადგილზე ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება თუ რა იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა.

 

ასევე, როგორც ვიცით, დღეს ამოქმედდა საქართველოში მწვანე საშვი და მწვანე საშვთან მიმართებაშიც, ვინაიდან უკვე ჩვენ გვაქვს სახეზე ახალი შტამი, მნიშვნელოვანი არის, რომ გავითვალისწინოთ, საჭიროებს თუ არა ეს მიდგომა რამე დამატებით გამკაცრებულ ცვლილებებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner