logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: არავინ გაბედოს და თავს უფლება არ მისცეს, რომ დადგეს უფრო მაღლა, ვიდრე კანონის მოთხოვნებია! ეს იქნება იმთავითვე აღკვეთილი!
- +

20 ივნისი. 2022. 14:35

 

 

„შინ ევროპისკენ“ - ამ სახელწოდების აქცია თბილისში, პარლამენტის შენობასთან დღეს გაიმართება, „ქართული ოცნების“ წვერები კი აცხადებენ, რომ დაანონსებული შეკრება მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და რეალურად ოპოზიციის ნაწილს დესტრუქციული გეგმების განხორციელება სურს. მმართველი გუნდის წარმომადგენელების თქმით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებმა კანონის ფარგლებში იმოქმედონ.

 

„მოსახლეობა კიდევ მეტად რომ დაძაბონ, კიდევ მეტად შეცდომაში შეიყვანონ და შეიქმნან უკეთესი „პლაცდარმი“ საკუთარი დესტრუქციული გეგმების განსახორციელებლად, ამისთვის აგრძელებენ რიტორიკას, რომ თითქოსდა საქართველოსთვის რაღაც ეტაპი დაიხურა ევროინტეგრაციისთვის, ამის სიმართლედ გასაღებას ცდილობენ.

 

არავინ არ გაბედოს და თავს უფლება არ მისცეს, რომ დადგეს უფრო მაღლა, ვიდრე კანონის მოთხოვნებია, ვიდრე წესრიგია, ეს იქნება იმთავითვე აღკვეთილი!“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner