ვარკეთილში, მესამე მასივის ზემო პლატოზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა.
ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარ ბალახს გაუჩნდა და დაახლოებით, 400 კვ. მეტრზე გავრცელდა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.