logo_geo
eng_logo
გუკა რჩეულიშვილს, მეუღლის საჩივრის საფუძველზე, პატიმრობა შეეფარდა
- +

12 მარტი. 2020. 23:18

 

 

ცნობილი ხდება, რომ გუკა რჩეულიშვილს მეუღლის – ლელა კილაძის საჩივრის საფუძველზე, პატიმრობა შეეფარდა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

 

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო. პროცესს არ ესწრებოდა თავად ბრალდებული. მოსამართლემ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო მიიღო.

 

გამოძიების ვერსიით, ლელა კილაძეს გუკა რჩეულიშვილი კონფლიქტის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. სასამართლოს გადაწყვეტილება რჩეულიშვილის ინტერესების დამცველს დღესვე ჩაბარდება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner