logo_geo
eng_logo
შსს-ში აცხადებენ, რომ ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს
- +

26 ოქტომბერი. 2020. 20:34

 

 

 

„ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ბრიფინგზე განაცხადა.

 

„პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner