logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბორცვაძე: თუ შევაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ კონკრეტული პირი „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელთან დანაშაულებრივ ალიანსში იმყოფებოდა, მის მიმართ ვიმსჯელებთ
- +

26 ოქტომბერი. 2020. 20:44

 

 

თუ შევაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ კონკრეტული პირი თავდამსხმელთან დანაშაულებრივ ალიანსში იმყოფებოდა, რა თქმა უნდა, მის მიმართ ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, დავით ხვიბლიანთან არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და კვლავ ჩატარდება.

 

„ჩვენ თუ შევაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ კონკრეტული პირი დანაშაულებრივ ალიანსში იმყოფებოდა თავდამსხმელთან და შევკრავთ მტკიცებულებების შესაბამის სტანდარტს კონკრეტულ პირთან მიმართებაში, რომ იგი იყო თანამონაწილე, უშუალო აღმსრულებელი, ასევე ეხმარებოდა დანაშაულის ჩადენაში, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მიმართ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. მათივე ცნობით, მიი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner